2021 წლის 12 აგვისტოს 900 წელი სრულდება საქართველოს ისტორიაში მომხდარი საეტაპო მოვლენიდან, რომელიც დიდგორის ბრძოლის სახელითაა ცნობილი. დიდგორის ბრძოლა გახდა საქართველოს ერთიანობის სიმტკიცის საწინდარი, ქართულ-დასავლეთევროპული სამხედრო ურთიერთობის საწყისი და ქართული სამხედრო ხელოვნების სანიმუშო გამოვლენა.
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, ამ თარიღის აღნიშვნის მიზნით, აწყობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით „დიდგორის ბრძოლა – 900“.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა ასეთია:
- დავით აღმაშენებლის ეპოქა
- ისტორიული აზროვნება XI-XII საუკუნეების საქართველოში
- დავით აღმაშენებლის ეპოქის ამსახველი უცხოური საისტორიო წყაროები
- სოციალურ-ეკონომიკური რეალობა XI-XII საუკუნეების საქართველოში
- ფული დავით აღმაშენებლის ეპოქაში
- საქართველოს კულტურულ-პოლიტიკური ვითარება XI-XII საუკუნეებში
- ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI-XII საუკუნეების საქართველოში
- ეკლესია დავით აღმაშენებლის საქართველოში
- სამხედრო საქმე XI-XII საუკუნეების საქართველოში
- ქართულ-ევროპული ურთიერთობები XI-XII საუკუნეებში
კონფერენცია ჩატარდება 2021 წლის 12 აგვისტოს ზუმის პლატფორმის საშუალებით.
კონფერენციის ენა – ქართული და ინგლისური.
ზუმის მისამართი გამოქვეყნდება კონფერენციის პროგრამასთან ერთად.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მიზნით უნდა დაუკავშირდეთ თსუ-ის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტს. მსურველებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
სახელი, გვარი
აფილირებული სამეცნიერო ინსტიტუციის სრული დასახელება
სამეცნიერო ხარისხი
აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობა
მოხსენების სათაური ქართულ და ინგლისურ ენებზე.
განაცხადი კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ უნდა გამოაგზავნოთ ქვემოთ მითითებულ თსუ-ის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო სათაურის ველში უნდა მიუთითოთ „დიდგორის ბრძოლა – 900“.
ელექტრონულ ფოსტის მისამართი – geohistory@tsu.ge
კონფერენციაში მონაწილეობის განაცხადის ბოლო ვადა – 1 ივლისი, 2021
კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას თსუ-ის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ელექტრონული ფოსტის საშუალებით 2021 წლის 10 ივლისამდე.